ბიზნესი
26/01/2022

"ბარბალეს მარნის" ღვინო ამერიკაში გაიყიდება

"ბარბალეს მარნის" ღვინო ამერიკაში გაიყიდება.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის დამფუძნებელი ზვიად კორძაძე ამბობს, ეს "ბარბალეს მარნისთვის" საექსპორტო ბაზარზე გასვლის პირველი შემთხვევა იქნება, თუმცა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთანაც.

"ხელშეკრულება უკვე არსებობს, ამ ეტაპზე დეტალებს ვაზუსტებთ. იქედან გამომდინარე, რომ მასობრივი წარმოება არ გვაქვს და სხვა საფასო სეგმენტში ვართ წარმოდგენილი, პირველ ეტაპზე მხოლოდ 1000-მდე ბოთლ ღვინოს გავიტანთ ამერიკის ბაზარზე, რომელიც ღვინის მაღაზიებსა და ბარებში გაიყიდება. ეს იქნება ოცხანური საფერე და ორხვი, ანუ ლეჩხუმის ცოლიკაური.

ეს ჩვენთვის კარგი დასაწყისია. ვიმედოვნებთს, რომ ჩვენი ღვინოები ახალ ბაზარზე ადგილს დაიმკვიდრებს, შესაბამისად მოგვიწევს წარმოების გაზრდა. ამ ეტაპზე 8 სახეობის 3000-მდე ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ, თუმცა მომავალი წლისთვის წარმოების 5000-მდე გაიზრდას ვგეგმავთ," – აღნიშნავს ზვიად კორძაძე.

მისივე თქმით, 2021 წელი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. კომპანიამ 2 საერთაშორისო გამოფენაზე, საფერავის, ოცხანური საფერავისა და კახური მწვანესთვის 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე გახსნა "ბარბალეს მარანი" და ონლაინ გაყიდვების პლატფორმის გარდა Wolt-ზეც გამოჩნდა.

"იმედი გვაქვს 2022 წელი უკეთესი იქნება, აღდგება ტურიზმი, რაც ჩვენი მომხმარებლების რიცხვს გაზრდის. წელს მთავარი მიზანი სწორედ ერთგული მომხმარებლების შეძენაა, რომლებიც ახლახანს გახსნილ "ბარბალეს მარნის" ღვინის ბარში ხშირად გვესტუმრებიან. ვაგრძელებთ მაყვლის ღვინის წარმოებას, რომელზე მოთხოვნაც საკმაოდ მზარდია, ასევე როგორც დაგეგმილი გვქონდა, ვმუშაობთ ვაშლისა და მსხლის ღვინოებზე და იმედი გვაქვს მალე შევთავაზებთ მომხმარებლებს," – ამბობს კორძაძე.

შეგახსენებთ, რომ "ბარბალეს მარანი" ცნობილმა ადვოკატმა 2014 წელს შექმნა. მარანი შინდისში მდებარეობს, რომელიც ღვინის ისეთ გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს, როგორებიცაა ოცხანური საფერე, ციცქა-ქოლიკაური, უსახელოური, ხიხვი, ხვანჭკარა და სხვა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
06

11/07/2023