ბიზნესი
06/07/2023

ბარ-რესტორანი "სადგური" ლუდსახარშის მოწყობას გეგმავს

ბარ-რესტორანი "სადგური" ლუდსახარშის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ „ ბიზნესპარტნიორს“ ბარ-რესტორნის დამფუძნებელმა, გიორგი ბარათაშვილმა განუცხადა.მისი ინფორმაციით, აღნიშნული ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა და ამ დროისთვის პროექტის დამუშავება მიმდინარეობს. 

როგორც ბარათაშვილი აცხადებს, "სადგურის" ტერიტორიაზევე მოწყობილ ლუდსახარშს მხოლოდ ბარ-რესტორნის მომარაგების ფუნქცია ექნება.

რაც შეეხება ახალ სივრცეს, „სადგურმა“  ლუდის ჰოლი გახსნა, რაშიც  ჯამურად 300 ათას ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.

აღნიშნული სივრცე კერძო და კორპორატიული ღონისძიებისთვის, ასევე ფესტივალებისთვისა და გამოფენებისთვისაა განკუთვნილი.

„ახალ სივრცეში 250-დან 300 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. გვსტუმრობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებიც, მათ შორის აქტიურობით გერმანელები გამოირევიან," -აცხადებს ბარ-რესტორნის დამფუძნებელი.

ბარ - რესტორან „სადგურში“ ჯამში 15 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობაც ადგილობრივი მოსახლეობაა, თუმცა როგორც დამფუძნებელი აღნიშნავს, სექტორში გამოწვევა ენის ბარიერია. 

აღსანიშნავია, რომ ტურისტული ობიექტი ასურეთში მდებარეობს და მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, გერმანელების მიერ აშენებული სამანქანე სადგურის ტერიტორიაზე მოწყობილი ბარ-რესტორანია.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023