ბიზნესი
18/04/2023

ბარ-რესტორანი "სადგური" ფართოვდება

 ტურისტული ობიექტი „ სადგური“ გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-თან“ "სადგურის" დამფუძნებელმა, გიორგი ბარათაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბარ-რესტორანი ლუდის ჰოლის დამატებას აპირებს, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებსა და ფესტივალებს უმასპინძლებს.

„ახალი სივრცის გახსნას დაახლოებით ორ თვეში ვგეგმავთ, რომელიც  ბავარიის მსგავსად ლუდის ჰოლის ტიპის სივრცე იქნება. ადამიანებს შეეძლებად მოსვლა და ადგილზე ლუდის დაგემოვნება „- აცხადებს „სადგურის“ დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ ტურისტული ობიექტი ასურეთში მდებარეობს და მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, გერმანელების მიერ აშენებული სამანქანე სადგურის ტერიტორიაზე მოწყობილი ბარ-რესტორანია.

აღნიშნული ობიექტის მიზანი საქართველოში ევროპული სოფლების გამოცდილებების გადმოტანა იყო. სამომავლოდ კი „სადგურს“ საკუთარი ლუდსახარშის მოწყობის გეგმა აქვს. ბიზნეს პროექტის ბიუჯეტი კი ერთ მილიონ ლარამდეა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023