ბიზნესი
26/06/2023

BAG-ში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტი შეიქმნა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, ასოციაციაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელეს, რის საფუძველზეც საბჭოს წევრებმა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს. კომიტეტს კომპანია „Wondernet Express Investment Group”-ის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი უხელმძღვანელებს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს „საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის ე.წ.  შუა დერეფნის, განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულებაა. ამასთან, ლოგისტიკის ეფექტურობის ინდექსის (LPI) გაუმჯობესება, ხელსაყრელ ბიზნესგარემოს შექმნის ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. ჩემთვის პატივია, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ამ მიმართულების გაძღოლა და დარწმუნებილი ვარ, რომ კომიტეტის საქმიანობა წარმატებული იქნება“.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტი მიზნად ისახავს, ქვეყანაში ეფექტური სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო) და ლოგისტიკური მომსახურების ხელშემწყობი წინადადებების შემუშავებას და მათი დანერგვის მიზნით, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციას. 

კომიტეტის საქმიანობა, ასევე, გულისხმობს დარგის მარეგულირებელი როგორც არსებულის, ასევე, სამომავლოდ ასამოქმედებელი ნორმატიული ბაზის შესწავლას, რათა ის პასუხობდეს ინდუსტრიის თანამედროვე მოთხოვნებს.

„საქართველოს ბიზნეს  ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭომ  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ასოციაციაში ახალი კომიტეტის ფორმირებასთან დაკავშირებით, რაც, ამ მიმართულებით, ასოციაციის საქმიანობას კიდევ უფრო ნაყოფიერს და ეფექტიანს გახდის. ტრანსპორტი და ლოგისტიკა ერთ-ერთი წამყვანი დარგია ჩვენს ქვეყანაში და მას მშპ-ში სოლიდური წილი უკავია.

ამასთან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის უმთავრესი ამოცანაა წევრი კომპანიების ობიექტური ინტერესების დაცვა და ადვოკატირება ყველა მიმართულებით და ყველა დონეზე და ამ გზით საქართველოში ბიზნესის და შესაბამისად ეკონომიკის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. ასოციაციაში უკვე არსებული და ახალი კომიტეტების გამართული და წარმატებული ფუნქციონირება კი ჩვენი მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში მნიშვნელოვნად გვეხმარება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023