ბიზნესი
10/04/2023

BAG-ში სოციალურად დაუცველთა დასაქმების პერსპექტივებზე იმსჯელეს

შრომითი ბაზრის მიმდინარე გამოწვევები, პასიური სამუშაო ძალის გააქტიურება და ბიზნესის პირდაპირი კომუნიკაცია პოტენციურ სამუშაო ძალასთან იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი საკითხები.

შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს სააგენტოს საქმიანობა და არსებული სერვისები გააცნო. საუბარი შეეხო, როგორც დასაქმების,ასევე კვალიფიკაციის ამაღლებასა და ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოციალურად დაუცველთა დასაქმებაზე. ნინო ველთაურმა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო შრომის ბაზარზე სოციალურად დაუცველთა გააქტიურების ოთხ წლიანი ჯავშანი და მასთან მიბმული სიკეთეები.

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში, რომლის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს დასაქმების და კადრების მოზიდვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

„მოხარულნი ვართ, რომ დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს ბიზნეს სექტორს მათი სერვისები, განსაკუთრებით საინტერესო იყო სოციალურად დაუცველთა დასაქმების შესაძლებლობების გაცნობა. ვფიქრობთ, ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რადგან შესაბამისი, სამუშაო ძალის არარსებობა სერიოზულ შეფერხებას უქმნის სექტორის ეფექტიან ოპერირებას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ კადრების დეფიციტი BAG ინდექსის კვლევის თანახმად ბიზნეს სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023