ბიზნესი
06/07/2023

BAG-ში საპენსიო სააგენტოსთან და შემოსავლების სამსახურთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა

დამსაქმებლების მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ დეკლარაციებში არსებულ მონაცემებსა და განხორციელებულ საპენსიო შენატანებს შორის გარკვეული შეუსაბამობები, ასევე, საპენსიო შენატანების ადმინისტრირების კუთხით უახლოეს მომავალში დაგეგმილი ცვლილებებისა და სიახლეების გაცნობა იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შეხვედრის მთავარი თემა.

შეხვედრაზე, რომელშიც შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ასოციაციის წევრ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესაუბრათ ამჟამად არსებულ გამოწვევებზე. ბიზნეს ოპერატორებმა საკუთარი მოსაზრებები და ხედვები გაუზიარეს მოწვეულ სტუმრებს დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებითაც

როგორც ასოციაციაში საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ განაცხადა, საპენსიო ფონდისთვის უაღრესად საინტერესოა ბიზნესთან პირდაპირი კომუნიკაცია, რომელიც ამცირებს მოსალოდნელ გართულებებს და ქმნის რეფორმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვან წინაპირობას. ამასთან, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან წითელაშვილმა განმარტა, რომ საპენსიო სააგენტოს მიერ საბოლოოდ გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე,  შემოსავლების სამსახური განახორციელებს შესაბამის საგადასახადო ადმინისტრირების პროცესს და  სათანადო  რეაგირებას მოახდენს.

„გაიმართა საინტერესო სამმხრივი შეხვედრა საპენსიო სააგენტოს, შემოსავლების სამსახურსა და ბიზნესს შორის, სადაც ვისაუბრეთ საპენსიო შენატანების ადმინისტრირების კუთხით დღეს არსებულ გარკვეულ პრობლემურ საკითხებზე და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე მივიღეთ ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელობისაგან დაგეგმილ იმ სიახლეებზე, რომელიც, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს დამსაქმებლებს მარტივად მოახდინონ წარდგენილი დეკლარაციებისა და საპენსიო შენატანების კორექტირება, აღნიშნული სერვისმა კი უნდა მისცეს კომპანიებს შესაძლებლობა თავი აარიდონ ხარვეზებსა და აქედან გამომდინარე მოსალოდნელ სანქციებს“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023