ბიზნესი
02/06/2023

BAG-ში ბიზნეს სექტორის რეგიონული განვითარების პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ბიზნეს სექტორის ინფორმირების მიზნით UNDP-ის პროექტის „სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.

აღსანიშნავია, რომ UNDP-ის პროექტი „სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება, მიმართულია რეგიონების განვითარების სისტემის გაუმჯობესებაზე შესაბამისი პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების გზით, ასევე სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

რაც შეეხება, USAID-ის „ძლიერი სოფლის პროგრამას“, ის მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან და გამყოფ ხაზთან მდებარე მდებარე თემების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებას, ისევე როგორც, სამიზნე თემებში მოქმედი საწარმოების მიერ რეგიონული, ქვეყნის და საერთაშორისო ბაზრების ათვისებასა და ინვესტიციების მოზიდვას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ზრდისა და ეკონომიკური დივერსიფიცირების მიზნით. ასევე შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების/ფერმერების ჩართვას წარმოების ღირებულებათა ჯაჭვში, ბაზართან და მომხმარებელთან უკეთესი წვდომის მიზნით. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანის მოსაზრებით, „ასეთ პროექტებში ბიზნეს სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი საინვესტიციო პარტნიორობა კერძო სექტორთან ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონულ განვითარებას“.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა დასვეს მათთვის აქტუალური და საინტერესო კითხვები, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.

„ბიზნეს სექტორის ინფორმირება და ასეთი ტიპის კომუნიკაცია მნიშვნელოვანია კერძო-საჯარო თანამშრომლობისთვის. ბიზნესის ჩართულობა რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროცესში საკვანძოა, რადგან ბიზნესში არის გამოცდილება და კომპეტენცია, შესაბამისად, მათ უკეთ იციან, სად შეიძლება სწორი ინვესტიციების გაკეთება, თუმცა შესაძლოა აუცილებელი გახდეს სახელმწიფოს მხარდაჭერა, რათა ინფრასტრუქტურა მიჰყვეს ბიზნესის განვითარებას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023