ბიზნესი
20/06/2023

BAG-ისა და UNGCNG-ის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების დამკვიდრებას წაახალისებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს შორის (UNGCNG)  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც ხელი ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ და ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა მოაწერეს.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ასოციაციის წევრ კომპანიებში კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების დამკვიდრების წახალისებას და მხარეებს შორის თანამშრომლობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობის მიმართულებით.

მემორანდუმის საფუძველზე, ბიზნეს ასოციაცია და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი საკუთარი პასუხისმგებლობების ფარგლებში, ორმხრივად სასარგებლო კორპორაციული მდგრადობის წამახალისებელი აქტივობების განხორციელებისთვის იმუშავებენ და მხარდაჭერის მექანიზმებს შეიმუშავებენ.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ისეთი სახის თანამშრომლობას, რომელიც ორიენტირებულია საერთო ხედვებისა და ამოცანების განხორციელებაზე. აღნიშნული მემორანდუმი ასოციაციის წევრ კომპანიებში კორპორაციული მდგრადობის კომპონენტის გაძლიერებას წაახალისებს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან პროდუქტიული იქნება“ - განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივაა, რომელიც 160-ზე მეტი ქვეყნიდან 22 000 – ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. ორგანიზაციის მისიაა ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023