ბიზნესი
05/06/2023

BAG-ისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი მოიცავს საქართველოს და აზერბაიჯანის მცირე და საშუალო მეწარმეების კავშირების გაღრმავებას და თანამშრომლობის ხელშეწყობას, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების ერთობლივ ინიციატივებსა და პროექტებს. ქართველ მეწარმეებთან ბიზნეს კავშირების დასამყარებლად აზერბაიჯანის დელეგაციას თან ახლდა წამყვანი და მსხვილი კომპანიები სხვადასხვა სექტორებიდან.

„აზერბაიჯანი საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, შესაბამისად, ამ ქვეყნიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს ახდენს საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ორი ქვეყნის მცირე და საშუალო მეწარმეების თანამშრომლობის გაღრმავება, კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის ქვეყნებს შორის კოორდინირებულ მუშაობას. კიდევ ერთხელ მივესალმებით, ჩვენს ახალ საერთაშორისო პარტნიორს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს და დარწმუნებულები ვართ, ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული იქნება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023