ბიზნესი
11/07/2023

BAG-ის წევრი, კომპანია "სქილვილი" გახდა

ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს „სქილვილი“ შეუერთდა, საქართველოში ყველაზე მასშტაბური ონლაინ აკადემია, სადაც სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკის, პროფესიის ადამიანს, დაინტერესებულს ისეთი პროფესიებით, როგორიცაა პროგრამირება, ციფრული მარკეტინგი და ხელოვნური ინტელექტი.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ აკადემია „სქილვილში“ ტექ მიმართულების, ციფრული მარკეტინგის და ხელოვნური ინტელექტის სწავლება თანამედროვე მეთოდებით მიმდინარეობს. აკადემიაში მუდმივად ზრუნავენ იმაზე, რომ სტუდენტებმა გამოიმუშაონ საჭირო უნარები და შეიძინონ ახალი კონტაქტები, გაიცნონ სფეროს პროფესიონალები, რაც წარმატებულად დასაქმებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

სქილვილის საქმიანობა მოიცავს სამ კომპონენტიანი სწავლების უნიკალურ მოდელს. კერძოდ, ტექნიკური ცოდნა, კარიერული ზრუნვა, ნეთვორქინგი - პროფესიული კავშირები.

საგულისხმოა, რომ აკადემიას, 2022 წლიდან, 1500-ზე მეტი სტუდენტი და 30-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია ჰყავს. „სქილვილი“ თანამშრომლობს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

აღსანიშნავია, რომ „სქილვილის“ აკადემიას აქვს რეგიონული პროექტები და აქტიურადაა ჩართული მთელი საქართველოს მასშტაბით ერთი მხრივ ტექ და ციფრული განათლების პოპულარიზაციაში და მეორე მხრივ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების, მოწყვლადი ჯგუფებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემაში. მნიშვნელოვანია, რომ აკადემიაში სწავლება ონლაინ მიმდინარეობს, შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მისთვის სასურველი კურსი და ნებისმიერი წერტილიდან გაიღრმაოს ცოდნა ან თუნდაც შეიცვალოს პროფესია.

„საქართველოში დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კვალიფიციური კადრებით ბაზრის დაკმაყოფილებაა. კადრების დეფიციტის პრობლემას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის BAG ინდექსის კვლევის მაჩვენებლებიც, შესაბამისად, „სქილვილის“ და ზოგადად სასწავლებლებისა და აკადემიების აქტიური და ხარისხიანი მუშაობა, მნიშვნელოვანია როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. წარმატებებს ვუსურვებთ „სქილვილს“ ამ უდიდეს საქმეში, რასაც განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება ჰქვია და დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა პროდუქტიული და ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023