ბიზნესი
28/06/2023

BAG-ის წევრი კომპანია "აპტოსი" "კოლხიდა 2023"-ს უმასპინძლებს

თბილისში 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-17 საერთაშორისო კონგრესი, „კოლხიდა 2023“ ჩატარდება, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „აპტოსი“ უმასპინძლებს.

სახისა და სხეულის გადასაჭიმი, მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი კომპანია „აპტოსი“,  დამსწრეებს უნიკალურ ფორმატსა და დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 90-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის იქნება მსოფლიოში ცნობილი და წამყვანი 120 სპიკერი. კონგრესი ამ წელსაც აგრძელებს ტრადიციას და დამსწრე პროფესიონალებს გაუზიარებს ცოდნას პლასტიკურ ქირურგიაში, დერმატოლოგიასა და ესთეტიკურ მედიცინაში. 

ამასთან ერთად, „კოლხიდა 2023“ უმასპინძლებს ესთეტიკურ ინდუსტრიაში წამყვანი ბრენდების გამოფენას, სადაც ნაჩვენები იქნება პლასტიკურ ქირურგიაში არსებული უახლესი მიღწევები და ულტრათანამედროვე დერმატოლოგიური პროდუქტები. 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მოხარულია, რომ ჩვენი წევრი კომპანიები ასე სოლიდურად არიან წარმოდგენილნი და მასპინძლობენ ასეთ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებებს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის ფორმირებასა და ეკონომიკურ განვითარებაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ „კოლხიდა 2023“ შექმნის დაუვიწყარ გამოცდილებას, რაც, თავის მხრივ, პროფესიონალ ექიმებს შორის გახდება ახალი და ღირსეული თანამშრომლობის დასაბამი“, განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023