ბიზნესი
02/05/2023

BAG-ის პრეზიდენტმა IMF-ის მისიას ბიზნესში არსებული განწყობები და მოლოდინები გააცნო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ასოციაციის აღმასრულებელი გუნდი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონსს და მისიის შემადგენლობაში მყოფ პირებს შეხვდნენ და ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო, ბიზნესის განწყობები და მოლოდინები გააცნეს.

შეხვედრის ფარგლებში, საუბარი ასევე შეეხო ტურიზმისა და ენერგეტიკის სექტორებში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს, რომელიც, თავის მხრივ, BAG-ის წევრი კომპანიების ინტერესს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ასოციაციის პრეზიდენტმა მისიის წარმომადგენლებს  BAG ინდექსის კვლევის პირველი კვარტლის შედეგები გააცნო, სადაც საუბარია ბიზნესის მოლოდინებსა და განწყობებზე, დასაქმებაზე და საინვესტიციო კლიმატზე.

„ვაგრძელებთ შეხვედრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ IMF-ის მისია აქტიურ კომუნიკაციაშია BAG-თან და ვაგრძელებთ თანამშრომლობას ინფორმაციის გაცვლის მიზნით, რადგან მისიისთვის მნიშვნელოვანია მოისმინოს ბიზნესის მოსაზრებები, ვიდრე მოხდება საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით,

შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. შეხვედრის ფარგლებში, განვიხილეთ ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო, ბიზნესის განწყობები და შესაბამისად მოლოდინები. მიგვაჩნია, რომ უცხოელ პარტნიორებთან ეფექტიანი და კოორდინირებული მუშაობა ორივე მხარისთვის ფასეული და სასარგებლოა“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023