ბიზნესი
12/06/2023

BAG ინდექსი: საქართველოს ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესებას განაგრძობს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2023 წლის მეორე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა და 50.6 ქულას მიაღწია. ასოციაციის წევრი კომპანიები ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობას პოზიტიურად აფასებენ და მათი მოლოდინები საკმაოდ ოპტიმისტურია, რაც ბიზნეს კლიმატის მზარდ დინამიკაზე აისახება.

შეგახსენებთ, რომ კვლევის ფარგლებში, გამოკითხული კომპანიები ერთიანდება ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.

მეორე კვარტალში, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობას  ყველა სექტორი დადებითად აფასებს, რასაც შესაძლოა განაპირობებდეს, წინა კვარტალთან შედარებით, ოთხივე სექტორში მკვეთრად გაზრდილი გაყიდვები. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვარტალში განსაკუთრებულად პოზიტიური შეფასებებით მშენებლობის სექტორი გამოირჩევა, კერძოდ, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 41.4 ქულით, ხოლო ბიზნესის მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი 22.1 ქულით გაუმჯობესდა.

საგულისხმოა, რომ მიუხედავად დადებითი შეფასებებისა, წინა კვარტალთან შედარებით, გამოკითხვის შედეგების თანახმად, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა გაუარესებულია მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორებში, ხოლო მომსახურების სექტორს მომდევნო 6 თვეში მცირედი კლების მოლოდინი აქვს.  

 

 

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023