ბიზნესი
07/06/2023

BAG-ი წევრ კომპანიებს "თეგეტა ჰოლდინგს", "თიბისი ბანკს" და "მეიჯერელ საქართველოს" "Meliora 2022"-ის კონკურსში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანიებს „თეგეტა ჰოლდინგს“, „თიბისი ბანკს“ და „მეიჯერელ საქართველოს“, „Meliora“-ს საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის რიგით მეოთხე  კონკურსში გამარჯვებას.

აღსანიშნავია, რომ „თეგეტა ჰოლდინგი“ გახდა „Meliora 2022“- ის გამარჯვებული მსხვილი კომპანია, კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“, რომელიც გულისხმობს კომპანიის გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას და მისი მიზანია გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება.

„თიბისი ბანკმა“ გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში „გამჭირვალობა და ანგარიშგება CSR-სა და მდგრადობის საკითხებზე“, რომელიც სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროში საკუთარი ზეგავლენების, საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაციას დაუფარავად და გულახდილად აწვდის საზოგადოებას, რაც მნიშვნელოვანია სანდოობის მოპოვების კუთხით.

„Meliora 2022“-ის კიდევ ერთი და გამორჩეული გამარჯვებულია, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი „მეიჯორელ საქართველო“, რომელიც წლის პასუხისმგებელ დამსაქმებლად დასახელდა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ ულოცავს თავის წევრებს „თეგეტა ჰოლდინგს“, „თიბისი ბანკს“ და „მეიჯერელ საქართველოს“ „Meliora 2022“- ის დაჯილდოებაში გამარჯვებას. საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებრივად, ასევე კერძო სექტორის განვითარების კუთხით.  მიგვაჩნია, რომ მდგრადი განვითარება და კორპორაციული მდგრადობა ბიზნესის წარმოების განუყოფელი ნაწილია და მოხარულნი ვართ, რომ Meliora-ს მსგავსი კონკურსები ეხმარება ბიზნეს კომპანიებს უფრო მეტად განავითარონ თავიანთი სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტები და გააცნოს ისინი საზოგადოებას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023