ბიზნესი
05/08/2023

BAG-ი რაჭაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რაჭაში განვითარებული სტიქიური უბედურების გამო და განცხადებას ავრცელებს:

„გვინდა, კიდევ ერთხელ, გამოვხატოთ ჩვენი თანაგრძნობა რაჭაში სტიქიით დაზარალებული ოჯახების მიმართ. დარწმუნებული ვართ, ყველანი ერთად შევძლებთ ამ უდიდეს გამოწვევასთან გამკლავებას.

აქვე მადლიერების გრძნობით აღვნიშნავთ იმ მძიმე შრომას, რასაც უკვე რამდენიმე დღეა ჩვენი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გადიან, შეიარაღებული ძალების შესაბამისი  ქვედანაყოფებთან ერთად. იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ამ პროცესებში, შეუფასებელი და უზომოდ დიდია, რადგან ამ უმძიმეს პირობებში, სწორედ მათ დაუღალავ შრომაზეა დამოკიდებული დაკარგული ადამიანების სიცოცხლე.

საჭიროების შემთხვევაში, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ ჩავერთოთ ნებისმიერ პროცესში, რადგან ამ კრიტიკულ სიტუაციაში, ტრაგედიის მასშტაბებიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთის გვერდში დგომა და მხარდაჭერაა.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, მათი უმძიმესი მდგომარეობის გამო.

ვიმედოვნებთ, რომ სამაშველო-სამძებრო ქმედებებში ჩართული ადამიანების ძალისხმევით დროულად მოხერხდება დაკარგული ადამიანების პოვნა და მათი გადარჩენა“ ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023