ბიზნესი
23/08/2021

ავტოშეკეთების სერვისი Areba - რას სთავაზობს კომპანია ავტომფლობელებს

ბაზარზე ახალი კომპანია Areba გამოჩნდა. როგორც კომპანიაში ამბობენ, მიზანი მომხმარებლებისთვის ავტომობილების შეკეთებისას მფლობელისთვის კომფორტის შექმნაა.

ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მომხმარებლები სპეციალისტის გამოსაძახებლად ვებ-გვერდზე areba.ge ავსებენ სპეციალურ ფორმას - წერენ, რა ხარვეზი აქვს ავტომობილს, რა აქვს გაფუჭებული, სად და რომელ საათზე მივიდეს სპეციალისტი. შემდეგ კომპანიიდან მომხმარებელს უკავშირდებიან და კომპანიის წარმომადგენელს ავტომობილი მიჰყავს ხელოსანთან. ადგენენ ფასს, ხარჯთაღრიცხვა ეგზავნება მომხმარებელს, რომელიც თანხმობის შემთხვევაში რიცხავს თანხას და იწყება ავტომობილის შეკეთების პროცესი.  

როგორც Areba-ს დამფუძნებლები გიორგი დარსაველიძე და ზურაბ გაბისონია “ბიზნესპარტნიორთან“ ამბობენ, პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალეა, ანუ მომხმარებელს აქვს ინფორმაცია სად მიჰყავს კომპანიას მანქანა შესაკეთებლად, სად ყიდულობენ ნაწილს და რა ჯდება მისი შეკეთება.

“ჩვენი კომპანია ემსახურება მომხმარებლებს, რომლებსაც მანქანა ჰყავთ გაფუჭებული. ჩვენი სპეციალისტები მიდიან, მოჰყავთ ავტომობილი, უკეთებენ და უბრუნებენ გაკეთებულს. ანუ, მომხმარებლის პოზიციას ითავსებენ ელიავაზე, რომ მას დრო არ დაეკარგოს და მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს თავი.

ყველაზე კარგი და შესამჩნევი რაც შეიძლება იყოს, არ ვუმალავთ, სად მიგვყავს მანქანა. ვეუბნებით სად ვყიდულობთ ნაწილს, სად ვაკეთებთ. გვინდა, მაქსიმალურად გამოვაჩინოთ, რომ ვართ გამჭვირვალე, ანუ საბაზრო ფასს არ ვცდებით, მხოლოდ, რაც შეიძლება განსხვავება დაინახოს თანხობრივად, ეს არის 20 ლარი. მაქსიმალურად კომფორტში ვამყოფებთ ჩვენს მომხმარებლებს“,- აღნიშნავენ დამფუძნებლები.

მათივე თქმით, კომპანიას აქვს ასეთი შეთავაზებაც - წაიყვანონ მანქანა, დაადგინონ ფასი, სად, რა ჯდება, შემდეგ უკან დააბრუნონ და მფლობელმა თავად მიხედოს ავტომობილს, როცა ამის დრო და სურვილი ექნება.

“გვქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც მომხმარებლის ავტომობილი იმაზე უკეთეს ფასად გავაკეთეთ, ვიდრე მათ მოიძიეს ბაზარზე. მთავარი ისაა, რომ ამ ფასის ცვლილებით არ ვაგდებთ ხარისხს. ჩვენს მიერ გაკეთებულ ავტომობილს ხარვეზი რომ შეექმნას, სრულიად უსასყიდლოდ მოგვყავს და დანარჩენი ხარჯები ჩვენს თავზე გვაქვს აღებული - ხელოსანიც პასუხისმგებელია, სპელიციალისტიც და ჩვენც“,- აღნიშნავენ კომპანიაში.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებზე, თანადამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ იგეგმება სერვისების დამატება.

“ჯერჯერობით პატარა კომპანია ვართ, მაგრამ სწრაფად გავიზრდებით. ერთ სივრცეში ადამიანი შეძლებს მოიძიოს, როგორც სპეციალისტი და ხელოსანი, რომელიც გაუკეთებს ავტომობილს, ასევე ნაწილი, რომელიც მას სჭირდება. ანუ ვგეგმავთ, მომხმარებელს ნაწილების პოვნა გავუადვილოთ. ანუ, სახლიდან გაუსვლელად ადამიანი მიიღებს ყველა იმ მომსახურებას, რის მისაღებადაც შეიძლება მას 2-3 დღე დაეხარჯა და მეტი თანხაც დასჯდომოდა.

აგრეთვე, ვამატებთ პროვაიდერ ავტოსახელოსნოებს, რომლებსაც შეუძლია მომსახურება გაუწიოს იურიდიულ პირებს. გვექნება ასეთი მომსახურებაც, რომ გვყავდეს კორპორატიული კლიენტები და გვქონდეს მათთვის განსაკუთრებული შეთავაზება“, - ამბობენ კომპანიაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020