ბიზნესი
08/07/2022

ავტოიმპორტიორთა ასოციაცია: ავტომობილები შემოყვანილია ბაზარზე, თუმცა არ იყიდება

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე აღნიშნავს, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, წელს $120 მლნ-ით მეტი იმპორტირებული ავტომობილი შემოვიდა ქვეყანაში, რაც დაახლოებით 1000 ერთეულია, თუმცა თუ ბაზარზე  დაკვირვებით, მანქანები არ იყიდება.

"სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან განბაჟების ღირებულება დაბალია, თუმცა ავტოიმპორტიორებისთვის არსებულ პირობებში მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებს განუბაჟებელი ავტომობილის შეძენა ურჩევნიათ. ამასთან, უკვე 1 თვეზე მეტია, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს იმპორტის პროცესში ავტომობილების გაყიდვა აეკრძალათ. რეგულაციამდე სექტორი მუჩვეული იყო ისეთ მუშაობას, როდესაც შესაძლებელი იყო გზაში გაყიდულიყო ავტომობილი, თუმცა ახლა ეს შეუძლებელი იქნება. ამასთან, თუ საზღვაო ხაზზე, უცხოურ კომპანიასთან, შევცვლით მანქანის მფლობელის სახელს, მყიდველს $200-300-ით უძვირდება ავტომობილის საფასური."- აღნიშნავს ალექსი ნონიაძე.

მისივე თქმით, ასოცაიცია წარადგენს ინიციატივას, რომელიც სავარაუდოდ საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება, ისე რომ კანონი არ დაირღვევა და გადამზიდსაც და ავტოიმპორტიორსაც მისცემს საშუალებას ავტომობილი გაყიდოს.