ბიზნესი
02/02/2021
ავტოიმპორტიორები: რეექსპორტის ბაზარი $300 მლნ-ით შემცირდა
საქართველოში ავტომობილების ინდუსტრიამ კორონა ვირუსის პანდემიის გამო მილიონობით დოლარი იზარალა. ქვეყანაში იმპორტი 31%-ით, რეექსპორტი კი 45%-ით შემცირდა.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე აცხადებს, ნეგატიური ტრენდის გაგრძელებას ბაზარი 2021 წელსაც ელის.
„2020 წელს 2019 წელთან შედარებით მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31%-ით, რეექსპორტი კი 45%-ით შემცირდა. ნეგატიური მოლოდინების გამო ეს ტენდენცია გაგრძელდება. ბაზარმა არ იცის, რა უნდა გააკეთოს. რეექსპორტის ბაზარი ფაქტობრივად, 300 მილიონი დოლარით შემცირდა. ეს ჩვენს ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება და ბიზნესმა არ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს“,- აღნიშნავს ნონიაძე.