ბიზნესი
16/03/2020

ავტოიმპორტიორები განბაჟების გადავადებას ითხოვენ

ავტოიმპორტიორები განბაჟების ვადის ერთჯერადად 2 თვით გადავადებას ითხოვენ. მიზეზი კორონავირუსია, რომლის გამოც გაყიდვები თითქმის 90%-ით შემცირდა.

ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში დილერების პრობლემებზე ინფორმირებულნი არიან და ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურები გამოსავლის გზებზე უკვე მუშაობენ. ასევე, ადასტურებენ, რომ სეტორის წარმომადგენლებთან უახლოეს მომავალში შეხვედრა გაიმართება.

ცნობისთვის 2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავეს. შემოსავალმა 687 მლნ-მდე დოლარი შეადგინა, რაც მთელი ექსპორტის 18.2%-ია.

Businesspartner