ბიზნესი
05/07/2021

“აწარმოე საქართველოში“ ფართოვდება - პროგრამა უფრო მეტ ბიზნესს დააფინანსებს

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დამატებით 55 მილიონ ლარს მიიღებს, რომელიც ახალი პროგრამების განხორციელებას მოხმარდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, მიმდინარე წელს დაიწყება ისეთი პროგრამები, როგორიცაა ექსპორტის წახალისება,  იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების წახალისება. ამ შემთხვევაში ფინანსურ ნაწილში შემოდის ახალი ინსტრუმენტი - გრანტელემენტი. სიახლეზე ეკონომიკის მინისტრი ხვალ ისაუბრებს, როცა უწყების 10 წლიან გეგმას წარადგენს. 

ამასთან, ფართოვდება “აწარმოე საქართველოში“, პროგრამა 211 ბიზნეს საქმიანობის მაგივრად, დაახლოებით 350 საქმიანობას დააფინანსებს. 

აგრეთვე დაიწყება იმ პროგრამის განხორციელება, რომელიც იპოთეკური სესხების თანადაფინანსებას ითვალისწინებს იმ ოჯახებისთვის, ვისაც შვილი შეეძინებათ. 

“ეს არის ოჯახების დახმარება იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი წევრი მოევლინებათ, აგრეთვე ეს არის მშენებლობის სექტორის დახმარებაც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023