ბიზნესი
25/08/2023

ATABATA-მ საქორწილო მომსახურების ცენტრთან DRESSCODE კოლაბორაცია დაიწყო

საქორწილო აქსესუარების ბრენდმა ATABATA, საქორწილო მომსახურების ცენტრთან DRESSCODE კოლაბორაცია დაიწყო. ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს“ ATABATA-ს დამფუძნებელმა, თამარ წიკლაურმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და სექტემბრიდან საქორწილო მომსახურების ცენტრში მათი ახალი სტენდი და სახელოსნო განთავსდება.

„გარდა იმისა, რომ DRESSCODE-ში  ჩვენი სტენდი და სახელოსნო განთავსდება, კოლექციის კოლაბორაციასაც ვგეგმავთ, თუმცა ამ ყველაფრის განვითარებას სამუშაო პროცესი გვიჩვენებს.“-აცხადებს წიკლაური.

გარდა ამისა, როგორც ბრენდის დამფუძნებელი აღნიშნავს, 2024 წლიდან საქორწილო აქსესუარების ბრენდი  ძვირფასი ლითონისგან დამზადებული აქსესუარების დამატებასაც აპირებს, რომელიც ATABATA-ს ბრენდის ქვეშ გაიყიდება, თუმცა ამ ეტაპზე სხვა დეტალები არ საჯაროვდება. 

აღსანიშნავია, რომ ATABATA-ს ორგანიზებით, თბილისში B2B ღონისძიება მიმდინარე წლის, შემოდგომის განმავლობაში გამაიმართება, რომელიც ბიზნესების ერთმანეთისთვის გაცნობასა და კოლაბორაციას ხელს შეუწყობს. ამ დროისათვის რამდენიმე ადგილი განიხილება, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ არის ცნობილი.