ბიზნესი
11/02/2022

ასოციაცია რესტორნებში ქორწილებსა და სხვა ღონისძიებებზე შეზღუდვების მოხსნას ითხოვს

რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე სექტორისთვის შეზღუდვების სრულად მოხსნას ითხოვს. 

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, დღეს არსებული რეგულაციები ვირუსს ვერ აჩერებს და მას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს. 

კერძოდ, შოთა ბურჯანაძე ითხოვს, რომ რესტორნებში დაუშვან ქორწილები და სხვა ღონისძიებები. 

"რეგულაციები უნდა გაუქმდეს, რადგან ის ვირუსს ვერ აკავებს. დღეს არსებული რეგულაციები პრევენციას კი არ ახდენს, უბრალოდ ფურცელზე დაწერილი ფორმალობაა, რაც ეკონომიკის განვითარებას უშლის ხელს. 

დღეს რესტორნებში აკრძალულია ივენთები, ღონისძიებები, ქორწილები, რაც, ციფრებში რომ დავთვალოთ, მთელი ბრუნვის 50%-ს წარმოადგენს. ეს შესაძლებლობა, რაც ამ სფეროს გააჩნია, რომელიც ასევე საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნილებაა, დამუხრუჭებულია", - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020