ასოციაცია: რესტორნების მასიურ დაკეტვას ველოდებით
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციების გამო რესტორატორთა ასოციაცია მიმდინარე დღეებში რესტორნების მასიურ დახურვას ელოდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ გაერთიანების თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, ობიექტებს ფუნქციონირების შესაძლებლობა აღარ დარჩათ.
„დღევანდელი გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ძირითადად კახეთის რეგიონს ეხება. რეალურად, თბილისში, აჭარასა და იმერეთში ისედაც დაკეტილი იყო. ერთადერთი მხარე, სადაც 22:00 საათის შემდეგ რესტორნების ფუნქციონირება შესაძლებელი იყო, ეს კახეთია.
ამ გადაწყვეტილებამ რესტორნებს ძალიან დაარტყა. მას შემდეგ, რაც 22:00 საათის შემდეგ მუშაობა აეკრძალათ, დარჩენილი რესტორნების 50% დაიხურა. რამდენიმე დღეში რესტორნების მასიურ დაკეტვას ველოდებით. ბევრი რესტორნისთვის ფუნქციონირებას აზრი აღარ აქვს. რჩება რიგი რესტორნები, რომელიც ამაზე არ იყვნენ დამოკიდებული და ისინი გადარჩებიან“,- აღნიშნა ბურჯანაძემ.