ბიზნესი
15/02/2022

ასოციაცია: ელექტრონული რეცეპტი წამლების ხარჯებისა და მოხმარების ანალიზის საშუალებას იძლევა

მარტიდან საქართველოში მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტების სისტემა ამოქმედდება.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ ეს პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს, ტექნიკურადაც მზად იყო, თუმცა შეფერხება იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

"ელექტრონული რეცეპტი ერთ–ერთი ძირითადი კომპონენტია მედიკამენტების და მისი ხარჯების მონიტორინგისთვის. ეს არის აუცილებელი კომპონენტი, რომლის გარეშეც შეუძლებელია საერთოდ სისტემის გაუმჯობესებაზე, ფასების დაზოგვასა და რაციონალურ მოხმარებაზე საუბარი. ასევე, ელექტრონული რეცეპტი აუცილებელია, იმისათვის, რომ მონაცემთა ბაზის მიხედვით ვიცოდეთ რა წამლები ინიშნება საქართველოში, რომელი კლინიკა რას იყენებს და ამის შემდეგ სამინისტროს ექნება ანალიზის საშუალება, დაადგინოს სად იხარჯება ბევრი ფული და რა არის სისტემის სუსტი წერტილი," – აღნიშნავს მარგველაშვილი. 

მისივე თქმით, უნდა ამოქმედდეს ის წესები, რაც 2016 წელს მინისტრის ბრძანებაში იქნა გაწერილი, რომელიც ბევრი ქვეყნის გამოცდილების შესწავლის შემდეგ შემუშავდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონულ რეცეპტში იწერებოდეს, როგორც არასავაჭრო დასახელების მედიკამენტები, ასევე ბრენდული.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ელექტრონული რეცეპტების სისტემის ამოქმედება მარტისთვის დააანონსა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროცესი დაწყებულია, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020