ბიზნესი
20/05/2023

Arena games: მიმდინარე წელს პლატფორმაზე 20-მდე თამაშის დამატებას ვგეგმავთ

ვიდეო თამაშების შემქმნელი გლობალური სტარტაპი, Arena games მიმდინარე წელს პლატფორმაზე 20-მდე ახალი თამაშის დამატებასა და ახალი თამაშების დეველოპერების მოზიდვას აპირებს. ამის შესახებ გადაცემა „ბიზმესი რუსთავი 2-ს“ სტარტაპის საოპერაციო დირექტორმა, მარიამ გიორგობიანმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ სტარტაპი საერთაშორისო აქსელერატორ, 500 global-ს შეუერთდა, რამაც ინვესტორების დამოკიდებულება მათი სტარტაპის მიმართ შეცვალა.

როგორც Arena games  საოპერაციო დირექტორი აღნიშნავს, ადრე თუ მხოლოდ WEB 3 და ბლოკჩეინ ინვესტორებთან ან საინვესტიციო ფირმებთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, ახალ უკვე ჩვეულებრივი ინვესტორები, როგორც სტარტაპს ისე აღიქმვამენ, რომელიც მუშაობს.

აღნიშნული სტარტაპი, ნებისმიერ ტრადიციულ თამაშებს ე.წ. ბლოკჩეინთან მარტივად აკავშირებს. თამაშების დეველოპერს არ სჭირდება რაიმე დეველოპერული რესურსების დახარჯვა. ამ ფუნქციას თავად Arena games-ი ახორციელებს.   

„თამაშის დეველოპერს უბრალოდ კარგი თამაში უნდა ჰქონდეს და ჩვენ, ჩვენი პროგრამის მეშვეობით  ამ თამაშს ბლოკჩეინთან ვაკავშირებთ. ამის შემდეგ ეს თამაში ჩვენს პლატფორმაზე განთავსდება.პლატფორმა გამოიყურება, როგორც app store web 3 თამაშებისთვის, რაზეც მომხმარებელს ათობით WEB 3  თამაშზე აქვს წვდომა.“- აცხადებს გიორგობიანი.

ამ ეტაპზე პლატფორმაზე 3 თამაშია განთავსებული და 7000-მდე მომხმარებელია რეგისტრირებული. სტარტაპის სამიზნე ბაზარი, საიდანაც კომპანია თამაშების მოზიდვას აპირებს,  საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნებია. პლატფორმის მომხმარებლები  მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა. 

ცნობისთვის, Arena games-ი არის თამაშების პლატფორმა, რომელიც ტრადიციულ თამაშებს ე.წ. ბლოკჩეინთან აკავშირებს. სტარტაპი 2019 წლიდან ბაზარზე, როგორც თამაშების სტუდია ოპერირებს, თუმცა 2021 წლიდან აქტიურად დაიწყეს პლატფორმაზე მუშაობა.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023