ბიზნესი
19/01/2021
არასწორი დაგეგმვა წელსაც გრძელდება - იგორ აფციაური ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმაზე
Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ მთავრობამ საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენიასთან დაკავშირებული გეგმის წარდგენა დააგვიანა.
იგორ აფციაურის თქმით, თუ შეზღუდვები 1-ელ თებერვალს მოიხსნა, როგორც ეს გაცხადებული იყო, კერძო სექტორი მომზადებას ვერ მოასწრებს.
„2020 წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ ფრენებთან დაკავშირებით ანალოგიურად ხდებოდა ასეთი არასწორი დაგეგმვა. ასევე გრძელდება წელსაც, რაც ძალიან სამწუხაროა. ჯერჯერობით არავის აქვს ინფორმაცია, გაიხსნება, თუ არა ფრენები 1-ლი თებერვლიდან, გვექნება თუ არა შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ გაყიდვები. რომც გაიხსნას თებერვლიდან, არც ერთ ტუროპერატორსა თუ ავიაკომპანიას არ ექნება საშუალება ასეთ მოკლე დროში დაიწყოს გაყიდვების პროცედურები. ამას მინიმუმ 1 თვე სჭირდება“, - აღნიშნა აფციაურმა.