ბიზნესი
31/05/2021

ანუკი არეშიძის საბავშვო ბრენდი “ნიკოლასი“ ბაზარზე 1 ივნისიდან გამოჩნდება

დიზაინერი ანუკი არეშიძე ბავშვის ხაზს ხსნის. საუბარია, ახალ, ქართულ საბავშვო ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესურების ბრენდ „ნიკოლასზე“. ბრენდი ხელმისაწყვდომი 1 ივნისიდან იქნება. 

„პირველ ეტაპზე, პროდუქცია გაიყიდება მხოლოდ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში, ფიზიკური მაღაზია მოგვიანებით გაიხსნება”-ნათქვამია კომპანიის ფეისბუქ გვერდზე.

ამ ეტაპზე ANOUKI-ს პროდუქცია საბითუმო დისტრიბუციით იყიდება 35-მდე საერთაშორისო მაღაზიაში, ხოლო საქართველოში, თბილისში ერთი მაღაზიითაა წარმოდგენილი.