ბიზნესი
18/12/2020

“ანაგი დეველოპმენტი“ “პარკ ჰოუმ საბურთალოს“ მშენებლობას 2021 წლის თებერვალში დაიწყებს

დეველოპერული კომპანია „ანაგი დეველოპმენტი“ საბურთალოზე $23 მლნ-იან პროექტს 2021 წლის თებერვალში დაიწყებს. „პარკ ჰოუმ საბურთალოს“  პროექტი  თბილისის არქიტექტურულ სამსახურთან უკვე შეთანხმდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ანაგი დეველოპმენტში“ განუცხადეს, პროექტი სამშენებლო ნებართვას სავარაუდოდ, 2020 წლის ბოლომდე მიიღებს, ამ დროისთვის კი ტექნიკური სამუშაოები  აქტიურად მიმდინარეობს.

„პარკ ჰოუმ საბურთალო“ “ანაგი დეველოპმენტის” კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსია თბილისის ცენტრში -  უზარმაზარი რეკრეაციული ზონით, სპორტული თუ გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურით.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „პარკ ჰოუმ საბურთალო“ ჰარმონიულად ერწყმის ქალაქის ინფრასტრუქტურულ და არქიტექტურულ გარემოს.

„კომპლექსში, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბანში, მეტრო „დელისის“ მიმდებარედ, ვაშა-ფშაველას გამზირის სიახლოვეს აშენდება, ორი სხვადასხვა - გაზაფხულისა და მამია გურიელის ქუჩით მოახერხებთ მისვლას. ძირითად სატრანსპორტო მაგისტრალთან, სავაჭრო ცენტრთან თუ სხვა მნიშვნელოვან ობიექტებთან სიახლოვის მიუხედავად, ნუცუბიძის ქუჩიდან 90 მეტრით მოშორება „პარკ ჰოუმ საბურთალოს“ მშვიდ, მყუდრო და უხმაურო საცხოვრებელ სივრცედ აქცევს,“ - აცხადებენ კომპანიაში.

29-სართულიან კომპლექსში 40-დან 120 კვადრატულ მეტრამდე ფართობის 210 საცხოვრებელი ბინაა. როგორც „ანაგი დეველოპმენტში“ აცხადებენ, ბინები მომხმარებელს ჩაბარდება სრულად გარემონტებულ კონდიციაში მოწყობილი სამზარეულოს ავეჯითა და ტექნიკით.

კომპლექსს აქვს მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომები თქვენი ავტომანქანებისთვის. მთელი კომპლექსი აღჭურვილია ბელგიური და გერმანული წარმოების ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით და დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა.

მიწის საერთო ფართი - 6 754 კვ.მ; საერთო სამშენებლო ფართი - 37 369 კვ.მ; მწვანე საფარი - 1 793 კვ.მ; პარკი - 3 839 კვ.მ; პარკინგი - 230 ერთეული; საცურაო აუზის ფართი - 935.6 კვ.მ; ფიტნეს დარბაზი - 450 კვ.მ; კომერციული ფართი - 1 398 კვ.მ; საოფისე ფართი - 2 386 კვ.მ.

"ანაგი დეველოპმენტში“ აცხადებენ, რომ ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გარდა, „პარკ ჰოუმ საბურთალოს“ მთავარი უპირატესობა გარშემორტყმული პარკი და კომერციული სივრცეა, სადაც არის შესაძლებლობაა  ეწვიოთ რესტორნებს, კაფეებს, შეიძინოთ საოჯახო თუ სხვა ნივთები, განიტვირთოთ და გაჯანსაღდეთ ფიტნეს კლუბსა თუ აუზზე და ა.შ. - აკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენი თანამედროვე და კომფორტული ყოველდღიურობის ნაწილია.

„ანაგი დეველოპმენტი” უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ახალი მიმართულებაა. “პარკ ჰოუმ ვაკეში“ კი „ანაგი დეველოპმენტის“ პირველი, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია.