ბიზნესი
19/12/2020

"ამისთანა" Glovo-ს აპლიკაციაში გამოჩნდება

„ამისთანა“ სულ ახლახანს ქუთაისში გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს ბუნებრივ საფუარზე გამომცხვარი, ქართული ხორბლის ჯიშებისგან დამზადებულ პურის ნაირსახეობას, ასევე ევროპულ საუზმეს, ბრანჩს, ლანჩბოქსებს, სენდვიჩებს, ჰოთ დოგებს, ბურგერებსა და საკონდიტრო ხაზს სთავაზობს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 70 000 ლარია.

„ამისთანას“ დამფუძნებელი ალექსანდრე მშვილდაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ კომპანიის შექმნის მიზანი ისეთი კონცეფციის შეთავაზება იყო, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა მიტანის სერვისზე, იქნებოდა სწრაფი, მოქნილი, გემრიელი და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

„პანდემიის გამო მომიწია ერთ-ერთი ბარის დახურვა, რადგან შეზღუდვებიდან გამომდინარე ბარმა საქმიანობა ვეღარ განაგრძო. გავხსენით „ამისთანა“. შემიძლია ვთქვა, რომ მოთხოვნა საკამოდ დიდია და უკვე კმაყოფილი მომხმარებლებიც გვყავს. რეალიზაციას რაც შეეხება, გვაქვს როგორც თან წაღების, ე.წ. “თეიქევეი”, ასევე მიტანის სერვისი. რამდენიმე დღეში "გლოვოზეც" დავემატებით, საბოლოო დეტალებს ვაზუსტებთ, და მალე ვიქნებით აპლიკაციაში.

ახალი ობიექტის გახსნისას რისკი საკმაოდ დიდი იყო, ჩამოვიყვანეთ ცნობილი შეფები თბილისიდან, რაც სოლიდურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, მოგვიწია ასევე რამდენიმე ძვირადღირებული ინვენტარის შეძენა, მაგრამ საბოლოოდ გაამართლა წამოწყებამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევინარჩუნეთ სამუშაო ადგილები.“– აღნიშნავს ალექსანდრე მშვილდაძე.

როგორც კი შეზღუდვები მოიხსნება, „ამისთანა“ მომხმარებლებს ადგილზეც უმასპინძლებს. მშვილდაძის თქმით, კომპანიას განვითარებისთვის საკმაოდ ბევრი გეგმა აქვს, მათ შორის წარმადობის გაზრდა.  

„სამომავლოდ ვგეგმავ პურის ხაზის გაფართოებას, მოგეხსენებათ რომ ბუნებრივ საფუარზე პურის დამზადება ხანგრძლივი პროცესია, რაც წარმადობაზეც აისახება. გაზაფხულზე მინდა წარმადობა გავზარდო და რამდენიმე ქსელურ მარკეტში გავხადო პური ხელმისაწვდომი, რადგან ამ ეტაპზე იყიდება მხოლოდ აქ და რესტორანში “აგერარი”. ასევე ვაპირებ საკონდიტრო ხაზის გაფართოებასაც. საახალწლოდ ვგეგმავთ საკმაოდ საინტერესო და გემრიელი სასაჩუქრე ბოქსების დამზადებას, ასევე სპეციალური შეთავაზებების გაკეთებას ერთგული მომხმარებლებისათვის,“ – ამბობს ალესანდრე მშვილდაძე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022