ბიზნესი
13/04/2023

AMAZON-ზე ქართული ტყავის რეალიზაცია გადაიდო

AMAZON-ზე ქართული ტყავის, როგორც ნედლეულის რეალიზაცია რულონების სახით, ჯერ ვერ იწყება.

პროექტზე ტყავის აქსესუარების ბრენდი „ტერმიტი” მუშაობდა, რომლის დამფუძნებელიც, მიხეილ ბერძენიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ საქართველოდან ტრანსპორტირების ხარჯები იმდენად გაზრდილია, რომ კომპანიას  ამ საკითხზე მუშაობა აღარ უღირს.

„ტრანსპორტირება ჩვენი ქვეყნიდან ნებისმიერი მიმართულებით  ძალიან ძვირია. სხვა ქვეყნებში, ადგილობრივი ნებისმიერი საფოსტო კომპანიის სერვისით სარგებლობა ჯდება 3-4 ჯერ იაფი, ვიდრე - ჩვენთან. აქედან გამომდინარე, ძნელია დიდი მოცულობის ნივთების ტრანსპორტირება.

მაგალითად, მე რომ 1 რულონი ტყავი გავაგზავნო და ასევე, 1 რულონი ტყავი გააგზავნოს ვიღაცამ ბანგლადეშიდან ამერიკაში, იმას გაცილებით იაფი უჯდება, ვიდრე - მე. ქვეყანაში სერიოზული ლოგისტიკური პრობლემა გვაქვს.  საქართველოში ყველა მწარმოებელს გვაქვს ერთი გამოწვევა და ეს ტრანსპორტირების მაღალი ხარჯია. მე რომ „ამაზონზე“ კონკურენცია გავწიო, რამენაირად უნდა ჩავიტანო პროდუქცია ადგილზე, რასაც მაღალი ტარიფების გამო ვერ ვახერხებ“, - განმარტა მიხეილ ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, კომპანიას პირობითად, 20 დოლარის ღირებულების ნივთის რეალიზაცია, ტრანსპორტირების სიძვირიდან გამომდინარე, 40 დოლარად მოუწევს, რის გამოც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ვეღარ იქნება.

„ამიტომ, დიდი ზომის ნივთების ექსპორტისგან, ამჟამად, თავს ვიკავებთ. რაც შეეხება მცირე ზომის ნივთებს, მათ „ამაზონზე“ ძალიან აქტიურად ვყიდით. ამ ეტაპზე, ყველაზე მოთხოვნადი „ტერმიტის“ მიერ წარმოებული ტაფის ასაღებია, რომელსაც ჩვენივე ტყავით ვაწარმოებთ,"- აცხადებს "ტერმიტის" დამფუძნებელი. 

ცნობისთვის, ტყავის აქსესუარების ბრენდი “ტერმიტი” რამდენიმე ექსპერიმენტალური იდეის ცდის შედეგად შეიქმნა. ამ ეტაპზე, კომპანია ქალისა და მამაკაცის ტყავის ჩანთებს, საფულეებს, ქამრებს და სხვა აქსესუარებს ამზადებს, ასევე კორპორატიულ და ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობს.

2021 წლიდან „ტერმიტი“ მომხმარებელს ცხენის უნაგირებსაც სთავაზობდა, რომლის სერიული წარმოებაც საქართველოში მანამდე არ არსებობდა, თუმცა, ამჟამად, კომპანიას უნაგირების წარმოება დაპაუზებული აქვს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022