ბიზნესი
03/04/2023

ახალი ციფრული პლატფორმით, ავტომობილის გაქირავებას ნებისმიერი პირი უსაფრთხოდ შეძლებს

ქვეყანაში ავტოგაქირავების ბაზარი იზრდება. სტრატაპ-კომპანია VOOVOO-ს უსაფრთხოების ტექნოლოგიებზე დაფუძნებით, სრულიად ახალმა კომპანია VOOVOO Carsharing-მა დაიწყო ოპერირება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ VOOVOO Carsharing-ის თანადამფუძნებელმა მაია ბოლღაშვილმა განუცხადა, ახალი კომპანია ციფრულ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ფიზიკურ, თუ იურიდიულ პირებს, რისკების შემცირებითა და საფრთხის აღკვეთით, აძლევს შესაძლებლობას რომ მანქანა გააქირავონ.

„VOOVOO Carsharing ნამდვილად არის სრულიად ინოვაციური და ახალ ტექნოლგიებზე დაფუძნებული კომპანია, რომელიც ავტომობილის ნებისმიერ მფლობელს, სთავაზობს მანქანის გაქირვებას და სარგებლის მიღებას, სრულიად ციფრული პლატფორმის საშუალებით. პროექტი ჩაეშვება უკვე მაისის დასაწყისიდან. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს ამ პლატფორმაზე იმისთვის, რომ მიიღოს თავისი სარგებელი და უსაფრთხოდ გააქირავოს მანქანა“,- აღნიშნა მაია ბოლღაშვილმა.

მისივე თქმით,  საწყის ეტაპზე, VOOVOO Carsharing არ გულისხმობს საკუთარ ავტოფლოტს.

„ჩვენი საკუთარი ავტომობილები ჯერ არ გვყავს. ვთანამშრომლობთ ავტოგაქირავების კომპანიებთან, რომლებიც დარეგისტრირდებიან ჩვენს პლატფორმაზე და მათ მანქანებში ჩამონტაჟდება VOOVOO-ს მიერ შექმნილი სიჩქარის შემზღუდველი ჭკვიანი მოწყობილობა. გარდა კომპანიებისა, ჩვენს პლატფორმაზე კერძო პირებიც აქტიურობენ და უკვე რამდენიმე ფიზიკური, თუ იურიდიული პირია დარეგისტრირებული ჩვენთან“, - აღნიშნა VOOVOO Carsharing-ის თანადამფუძნებელმა.

მისივე განმარტებით, VOOVOO Carsharing-ის სისტემაში, საწყის ეტაპზე, 300 მანქანა იქნება ჩართული.

ცნობისთვის, მალე, თბილისში ისეთი ტიპის ავტომობილები ივლის, რომლებიც სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით იქნება აღჭურვილი. გამოგონებამ, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებს შეამცირებს და ადამიანების სიცოცხლეს იხსნის, ყველა სახის ტესტირება უკვე გაიარა და ის ახლა, რეალიზაციაში ჩასაშვებად ემზადება. ინოვაციური მოწყობილობა ქართულ-ლატვიურმა სტარტაპმა VOOVOO-მ შექმნა და ის გარდა საქართველოსი, მსოფლიოს ბევრს ქვეყანაში დაინერგება.

გამოგონება ავტომობილში ჩამონტაჟების შემდეგ, მძღოლს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. კერძოდ, მას სიჩქარის ლიმიტს უწესებს და უფლებას არ აძლევს წესები დაარღიოს. ჭკვიანი მოწყობილობა ყველა ტიპის ავტომობილთან თავსებადია და ის ინოვაციურია არ მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო ბაზრებისთვისაც. გარდა სიჩქარის შეზღუდვისა, ჭკვიან მოწყობილობას შეუძლია: აგრესიული მართვის კონტროლი, მართვის საზღვრების შეზღუდვა, ასევე ავტომობილის ცვეთის შემცირება.

სწორედ ამ გამოგონებაზეა დაფუძებული ე.წ ქარშეარინგის პლატფორმა VOOVOO Carsharing-იც.

Businesspartner