ბიზნესი
05/07/2023

ახალი ლუდი EFES Special საქართველოს ტყეზე ზრუნვის პლატფორმის პირველი პარტნიორი გახდა

„ეფესის“ განსაკუთრებული სერია EFES Special უკვე საქართველოშია. კომპანია „ეფეს საქართველომ“ ახალი პროდუქტი საზოგადოებას ოფიციალურად უკვე წარუდგინა. ღონისძიების ფარგლებში „ეფეს საქართველოსა“ და „ეროვნულ სატყეო საააგენტოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

Efes Special განსაკუთრებული ლუდის სერიაა, რომელიც ახალი ტექნოლოგიით იხარშება. ხანგრძლივი ხარშვის, ცივი ფილტრაციისა და დავარგების შედეგად კი, სასმელი მსუბუქ და რბილ გემოს იძენს. გამორჩეული შეფუთვა, გემო და ღია ფერის ლუდი მომხმარებელს ახალ გამოცდილებასაც სთავაზობს. პროდუქტის კომუნიკაცია და არსი სრულად დაფუძნებულია გარემოსდაცვით კამპანიაზე - ახალი EFES-ის შეძენისას ავტომატურად ხდები ტყის მეგობარი!

„ეფეს საქართველო“ პირველი კომპანიაა, რომელიც ჩაერთო საქართველოს ტყეებზე ზრუნვის მოხალისეობრივ პროგრამაში "ტყის მეგობარი". ლუდი „EFES Special“, „ტყის მეგობრის“ პროგრამის ფარგლებში, თიანეთის სატყეო უბანში 12 ჰექტარი ტყის განახლებაზე იზრუნებს.

„ტყის მეგობარი“ საქართველოს ტყეზე ზრუნვის, მოვლისა და აღდგენისთვის საზოგადოების გაერთიანების მიზნით შეიქმნა. „ტყის მეგობარი“ გაეროს განვითარების პროგრამის ბიომრავალფეროვნების საფინანსო ინიციატივის (BIOFIN) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და მისი ძირითადი პარტნიორი ეროვნული სატყეო სააგენტოა. კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბრენდი „EFES Special“ „ტყის მეგობრის“ თიანეთის სატყეო უბნის სიმონიანთხევის კვარტალში მდებარე 12 ჰექტარი ტყის განახლებაზე იზრუნებს. პროექტის შედეგად გაიხარებს 36 000 ხე, შემცირდება სათბური აირების ემისია. მნიშვნელოვანია, რომ „Efes Special-ის“ მომხმარებელი ავტომატურად ხდება პროექტის თანამონაწილე. 

შევხვდებით ჩვენს აღდგენილ ტყეში!

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023