ახალი ქართული ბრენდი Anola მაღაზიის გახსნას გეგმავს
Anola ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს აბრეშუმის კიმანოებსა და სხვადასხვა სახის სამოსს სთავაზობს.
Anola–ს დამფუძნებელი ანა ზურაბიანი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ ბრენდი ძალიან მალე მაღაზიის სახითაც იფუნქციონირებს.
"ჯერჯერობით მაღაზია ონლაინ ფუნქციონირებს, თუმცა უახლოეს მომავალში მომხმარებელს აუცილებლად ექნება საშუალება ესტუმროს ბრენდს და საკუთარი თვალით აარჩიოს და მოირგოს Anola. სხვა გეგმებზე ჯერჯერობით არ ვისაუბრებ, თუმცა მომხმარებელს ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე ელოდება. პროდუქცია გათვლილია ქალბატონებზე და მომავალშიც მამაკაცის ხაზის შექმნას არ განვიხილავთ.
ჩვენი მომხმარებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, ვცდილობ ჩემი პროდუქტი მაქსიმალურად მოვარგო ნებისმიერი ფორმის, ზომის თუ ასაკის ქალბატონს. ვმუშაობთ საშუალო საფასო კატეგორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ახალია, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და აქტიურად ვვიღებთ შეკვეთებს.
პროექტი სრულად კერძო ინვესტიიით განხორციელდა. როგორც ანა ზურაბიანი ამბობს, ბრენდის შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო იდეის განხორციელება მხოლოდ ახლა შეძლო.
"დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ როგორც იქნა შევძელი იმ ყველაფრის ჩვენება საზოგადოებისთვის, რისთვისაც ბევრი ვისწავლე და ვიშრომე,"–ამბობს, Anola–ს დამფუძნებელი.