ბიზნესი
18/04/2023

"აგროსფეროსგან“ სტიპენდია კიდევ 3 სტუდენტს გადაეცემა

ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ტექნოლოგიების იმპორტიორმა კომპანია „აგროსფერომ“, გასული წლის მსგავსად, გამოავლინა 3 სტუდენტი, რომლებსაც ერთწლიან სტიპენდიას გადასცემს. ამასთან ერთად, სტიპენდიატებს და მაღალი მოსწრების მქონე კიდევ 7 სტუდენტს საშუალება მიეცემათ გაიარონ სტაჟირება კომპანიის ბაზებზე და გამოცდილ გუნდთან ერთად შეიძინონ პრაქტიკული ცოდნა.

„აგროსფერომ“ სასტიპენდიო და სტაჟირების პროგრამები გასულ წელს წამოიწყო და ყოველწლიურად აგრო-მიმართულებების 10 სტუდენტს ცოდნის გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, მათგან სამს კი სტიპენდიასაც გადასცემს. პროგრამებს კომპანია აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს.

„ჩვენი მიზანია სოფლის მეურნეობის დარგის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებისთვის განვითარების მეტი შესაძლებლობის მიცემა, მოტივირება და იმ სტუდენტების წახალისებ, რომელთაც ეს სფერო ნამდვილად უყვართ. ვიმედოვნებთ, რომ "აგროსფეროს" პროგრამები სოფლის მეურნეობით მეტი ახალგაზრდის დაინტერესებას შეუწყობს ხელს და, ამასთანავე, უზრუნველყოფს მათ წინსვლასა და განვითარებას“, – ამბობს „აგროსფეროს“ სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, მარიამ მერაბიშვილი.

 „აგროსფეროს“ სასტიპენდიო და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აგრარული უნივერსიტეტის III-IV კურსის აგრონომიის, მევენახეობა-მეღვინეობისა და მექანიკის ინჟინერიის  სტუდენტებს. შერჩევის მთავარი კრიტერიუმები მონაწილეთა მაღალი მოსწრება და მოტივაციაა.

შერჩეული სტუდენტები სტაჟირებას სხვადასხვა მიმართულებით გაივლიან. პროგრამა მოიცავს პრაქტიკის გავლას „აგროსფეროს“ სერვის ცენტრებში, კომპანიის სპეციალისტებთან ერთად ფერმერებთან კონსულტაციის პროცესის გაცნობას, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურის მოყვანასა და წარმოებაში მონაწილეობის მიღებასა და სხვა აქტივობებს. მიმართულებებს მონაწილეები, თავიანთი

სპეციალობისა და ინტერესების გათვალისწინებით, თავად აირჩევენ.

„აგროსფერო“ 18 წელზე მეტია ქართველ ფერმერებს ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციითა და აგროტექნიკით უზრუნველყოფს. კომპანია ეფუძნება თანამედროვეობის კონცეფციას და ფერმერებისთვის დარგში არსებული ახალი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. სწორედ ამიტომ, ინოვაციური პროდუქციის იმპორტისა და დისტრიბუციის გარდა, „აგროსფეროს“ გუნდი ფერმერებს უწევს აგრო-კონსულტაციასაც და საქმიანობაში თანამედროვე მიდგომების დანერგვაში ეხმარება. სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესებული ახალგაზრდების ხელშემწყობი პროგრამები კი მან 2022 წლიდან წამოიწყო და მათ გაგრძელებას მომდევნო წლებშიც გეგმავს.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023