ბიზნესი
08/03/2021
აღდგენა 1-წლიანი პაუზის შემდეგ - ფიტნესები გახსნის სამზადისში
ფიტნეს დარბაზები ფუნქციონირების განახლების შემდეგ მომხმარებლთა რაოდენობის შემცირებას ელოდებიან.
მათი განმარტებით, ძირითადი დატვირთვა საღამოს საათებზე მოდიოდა, თუმცა იმის გამო რომ დღეს ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს, ამ პერიოდში დარბაზებს დაკეტვა მოუწევთ.
„სნეპ-ფიტნესი“ ერთ-ერთია, რომელიც 15 მარტიდან სატესტო რეჟიმში დაიწყებს მუშაობას. ამის შემდეგ გადაწყდება, უღირს თუ არა ქსელს საქმიანობის განახლება და სხვადასხვა ხარჯის გაწევა. ფიტნეს დარბაზები თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ, 15 მარტიდან განაახლებენ მუშაობას.