Adelante : ბოლო ორი წლის განმავლობაში მასალის ფასი გაორმაგდა
ნედლეული მასალის ფასი ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაზრდილია. ამის შესახებ ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანიის Adelante-ს ხელმძღვანელმა, ელენე ტურიაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კომპანია ცდილობს პროდუქტი, რომელსაც მომხმრებელს სთავაზობენ ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს. მათი აქსესუარებისა და ხელნაკეთი ნივთების საწყისი ფასი 5-10 ლარიდან იწყება.
„მასალების ფასები ბოლო ორი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაზრდილია. უნდა ითქვას, რომ გაორმაგებული. მასალების ფასების ცვლილებამ იძულებული გაგვხადა ნაკეთობის ფასიც შესაბამისად გაგვეზარდა,“ - აღნიშნავს ელენე ტურიაშვილი.
კომპანია ამ ეტაპზე ონლაინ გაყიდვებითაა დაკავებული, თუმცა კომპანია ხშირად გამოფენა-გაყიდვებზეც მონაწილეობს. როგორც ტურიაშვილი აცხადებს, მომხმარებელი ხშირად არჩევანს თიხისაგან შექმნილ თმისამაგრებზე, ქვების აქსესუარებსა და ჭიქებზე აკეთებს.
შეგახსენებთ, Adelante ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. კომპანიამ თავდაპირველად პოლიმერული თიხისაგან ხელნაკეთი ნივთების შექმნა დაიწყო. კომპანია მომხმარებელს თიხის ნაკეთობების გარდა ხისგან და ნატურალური ქვებისაგან შექმნილ აქსესუარებს, ასევე ტექსტილსა და ტილოზე ნახატ აქსესუარებს სთავაზობს.