ბიზნესი
18/04/2023

აჭარაში 50-ზე მეტი კომპანია 2000-მდე ვაკანსიას აცხადებს

ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, აჭარაში დასაქმების მასშტაბური ფორუმი მოეწყობა. ღონისძიება 27 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო "შერატონ ბათუმში",  14:00 საათზე დაიწყება და მასზე 50-ზე მეტი კომპანია 2000-მდე ვაკანსიას წარმოადგენს.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ფორუმზე მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია რეგიონის მასშტაბით კომპანიების აქტიურ და მოსალოდნელ ვაკანსიებზე.

შერჩეული ვაკანსიის შესახებ ინფორმაციას გაეცნონ უშუალოდ დამსაქმებლისგან და ყველა დეტალი ადგილზე გაიარონ, ასევე შეხვდნენ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებს და მიიღონ ინფორმაცია პროფესიული უნარების განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების არსებული შესაძლებლობების შესახებ.

სააგენტო მსგავს ფორუმებს პერიოდულად აწყობს. ზოგადი ფორუმების გარდა, იმართება ფორუმები კონკრეტული მიმართულებებით, მაგალითად შარშან პირველად ჩატარდა დასაქმების ფორუმი მთის კურორტებზე დასაქმების მსურველებისთვის. 

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის ნინო ველთაურის განცხადებით, მსგავსი ფორუმების შედეგად დასაქმების მინიმალური მაჩვენებელი 7%-ია, თუმცა ყოფილა 20%-იანი დასაქმების შემთხვევებიც.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023