ABC ბაღი: სამუშაო საათების შეცვლას თუ კანონი დაგვავალდებულებს, დავემორჩილებით
ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღი ABC-ის დირექტორი ანა ჯოლბორდი „ბიზნესპარტნიორთან“ სამუშაო საათების შეცვლის ინიციტივას აფასებს და აცხადებს, რომ წინასწარ რამის თქმა რთული და შეუძლებელია.
მისი განცხადებით, ბაღი ABC ემორჩილება კანონს, შესაბამისად, თუ სახელმწიფო ამ ინიციატვიას კანონის ძალას მისცემს, ABC გადაეწყობა და კანონდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.
„კანონის წინააღმდეგ ხომ არ წავალთ, ყველაფერს ისე გავაკეთებთ, რასაც კანონი დაგვავალდებულებს,“ - აცხადებს ჯოლბორდი.
შეგახსენებთ,რესტორატორთა ასოციაცია“ სამუშაო საათების შეცვლის ინიციატივით გამოდის.
როგორც ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „ბიზნესპარტნიორის“ დილის გადაცემაში განაცხადა ,კარგი იქნება თუ საჯარო და კერძო სექტორი სამუშაო დღეს 08:00 საათზე დაიწყებს და 16:00 საათზე დაასრულებს. ბურჯანაძის მოსაზრებით, აღნიშნული გაზრდის ადამიანებში ბედნიერების ინდექსს და უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს.