ბიზნესი
29/07/2020

აბასთუმანში Autograph Collection-ის სასტუმროს მშენებლობა 2022 წელს დასრულდება

აბასთუმანში Autograph Collection-ის  სასტუმროს მშენებლობა 2022 წელს დასრულდება. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ თანაინვესტორების ფონდში განუცხადეს. საუბარია, Marriott International-ის უმაღლესი კატეგორიის ბრენდზე.

ამჟამად მიმდინარეობს კონსტრუქციული სამუშაოების დასრულების ეტაპი. პროექტის ჯამური ინვესტიცია 60 მლნ დოლარია.

5 ვარსკვლავიანი 150 ნომრიან სასტუმროში თავმყორილი იქნება სპა, აუზი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ტერასა 360 გრადუსიანი ხედით და ა.შ. წიწვოვანი ტყით გარშემორტყმული სასტუმრო 20 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება, მისი საერთო სამშენებლო ფართი 30 000 კვ.მ-ია.

შენობის არქიტექტურა ალპური ხასიათის მქონდე ფასადისაგან შედგება, რაც კარგად ერწყმის არსებულ ლანდშაფტს. მოსაპირკეთებელ მასალად კი ძირითადად მინის, ხისა და ქვის ფაქტურები იქნება გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ აბასთუმანი მდიდარია, როგორც სამკურნალო, ფთიზიატრიული კლიმატით, ასევე ჰიპერთერმული, მინერალიზებული წყაროებით და თერმული წყლებით, რაც ხელს შეუწყობს კლიმატურბალნეოლოგიური კურორტის აბასთუმნის პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.   

Businesspartner