ბიზნესი
27/10/2023

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა IWSC-ის საერთაშორისო კონკურსში

25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, საქართველო  ღვინის საერთაშორისო კონკურსს IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს უმასპინძლებს. კონკურსზე წარმოდგენილ ღვინოებს პროფესიონალი, საერთაშორისო და ადგილობრივი მსაჯები შეაფასებენ. ევროპის საუკეთესო სომელიები, ღვინის ბაიერები და ექსპერტები გაუზიარებენ ქართველ მეღვინეებს საკუთარ გამოცდილებასა და მისცემენ მათ რჩევებს. კონკურსს ორგანიზებას უწევს გურჯაანის ღვინის ფესტივალი, მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ხოლო სპონსორია „თელიანი ველი“.

5 სარგებელი IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს საქართველოს კონკურსის მონაწილეებისთვის:

  1. IWSC-ის კონკურსს აქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება და დღეს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასება-აღიარების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და უძველესი კონკურსია.
  2. IWSC-ის საქართველოს კონკურსის ჟიურის ყველა წევრი უმაღლესი რანგის პროფესიონალია მთელი მსოფლიოდან. ისინი გამოჩენილი და წამყვანი ექსპერტები, სომელიეები და ბაიერები არიან. ჟიურის პროფესიონალიზმი და კომპეტენცია განაპირობებს ზუსტ შეფასებას ღვინის ხარისხის საერთაშორისო კონკურსების სტანდარტების მიხედვით.
  3. კონკურსი ქართული ღვინის პოპულარიზაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. IWSC-ის მედალი არის მომხმარებლისთვის თქვენი ღვინის ხარისხის პირდაპირი მტკიცებულება და ეფექტური არგუმენტი დისტრიბუტორებისა და ბიზნეს პარტნიორებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობენ თქვენს გაყიდვებს და გახსნიან ახალ საექსპორტო ბაზრებს. კონკურსის წინა წლის გამოცდილება ცხადყოფს, რომ საერთაშორისო მედალი პირდაპირ გამოხატავს წარმატებასა და აღიარებას დარგში.
  4. IWSC-ის კონკურსში გამარჯვების შედეგად მიღებული მედლები შეიძლება დაიტანოთ ბოთლზე. ხოლო ჯილდოს შესახებ ინფორმაცია გამოიყენოთ ნებისმიერ საკომუნიკაციო და საპრომოციო საშუალებად, ყოველგვარი დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე.
  5. IWSC-ის ლონდონის კონკურსთან შედარებით, საქართველოში ჩატარებულ კონკურსზე, სპეციალურად ქართველი მეღვინეებისთვის, მონაწილეობის საფასური პრაქტიკულად განახევრებულია. ვინაიდან, IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს საერთაშორისო კონკურსი საქართველოში მოეწყობა, საკონკურსო ღვინოების საზღვარგარეთ გაგზავნის დამატებითი ხარჯი მეღვინეს აღარ ექნება.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022