ბიზნესი
26/04/2023

"₾25 000 - მდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" გამარჯვებულები გურიის რეგიონში ცნობილია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის  „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გურიის რეგიონში გამოვლინდნენ:

  • ჩემია- პროექტის მიზანია შეიქმნას აპლიკაციატანსაცმლის ონლაინ მაღაზია, რომელშიც მომხმარებელ სამოსის ონლაინ მორგება შეეძლება
  • GELA - პროექტის მიზანია, შეიქმნას ონლაინ პლატფორმა, რომელიც დააკავშირებს ერთმანეთთან ფერმერებსა და მომხმარებლებს და მისცემ მათ შესაძლებლობას, შუამავლის გარეშე შეძლონ საკუთარი პროდუქტის გაყიდვა.

საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი, ინოვაციური და ტექნოლოგიური  ეკოსისტემის  გაძლიერებას;  ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

საგრანტო პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში. პირველ ეტაპზე აპლიკაციების მიღება გამოცხადდა აჭარაში, იმერეთსა და გურიაში. დაინტერესებულ პირებს 20 თებერვლიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge  მეშვეობით წარედგინათ განაცხადები.

შერჩეულმა სტარტაპებმა გაიარეს ტრენინგები, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“.   ტრენინგების გავლის შემდეგ, სტარტაპებმა პროექტები წარადგინეს კომისიის წინაშე, რომელიც დაკომპლექტებული იყო შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით.  

საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ფიზიკური პირი, გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე დაარეგისტრიროს მეწარმე სუბიექტი შესაბამის რეგიონში.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023