2023 წლიდან მსხვილ საწარმოებს გარემოსდაცვითი რისკების ფინანსური დაზღვევის ვალდებულება უჩნდებათ
2023 წლიდან მსხვილმასშტაბიან საწარმოებს გარემოსდაცვითი რისკების ფინანსური დაზღვევის ვალდებულება უჩნდებათ.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, თუკი საწარმო დააბინძურებს გარემოს მას უჩნდება თავადვე გამოასწოროს და გაიღოს შესაბამისი ხარჯები.
„თუკი საწარმო დააბინძურებს და დროულად არ შეასრულებს დაბინძურების აღმოსაფხვრელად აუცილებელ ღონისძიებებს, მის მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობა იქნება ძალიან მაღალი. აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო პირველია, სადაც შეიქმნება გარემოს დაცვითი ფონდი. ეს არის საყოველთაო პრაქტიკა დასავლეთ ევროპაში. მისი მიზანია სწორედ ფინანსური რესურსების გაჩენა იმისთვის რომ მოხდეს ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგმარეობას,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.