ბიზნესი
01/06/2023

2022 წელს საქართველოში $2.7 მლნ-ის ღირებულების საბავშვო ეტლების იმპორტი განხორციელდა

2022 წელს საქართველოში 2.7 მლნ დოლარის ღირებულების საბავშვო ეტლების იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით მეტია.

იმპორტის ძირითადი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებსა და ჩინეთზე მოდიოდა.

კერძოდ, 2022 წელს დაახლოებით 754 000 დოლარის ღირებულების საბავშვო ეტლები ჩინეთიდან, ხოლო 1.9 მლნ დოლარის ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოვიდა. ყველაზე დიდი მოცულობით საბავშვო ეტლების იმპორტი ბულგარეთიდან განხორციელდა.

2022 წელს საქართელომ ბულგარეთიდან 901 000 დოლარის ღირებულების საბავშვო ეტლები შეიძინა. 750 000 დოლარის იმპორტი პოლონეთიდან, 78 000 დოლარის გერმანიიდან, 56 000 დოლარის საფრანგეთიდან, ხოლო 48 000 დოლარის იტალიიდან განხცორციელდა. სხვა ევროპული ქვეყნების წილი მთლიან იმპორტში მწირია.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მაჩვენებლებს, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 580 900 ათასი დოლარის ღირებულების, საბავშვო ეტლების იმპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 652 780 დოლარის ღირებულების.

Businesspartner