ბიზნესი
22/06/2023

"2022 წელს მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობა 5.84 მლნ-ი იყო"

პარლამენტში გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას, ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების დარგის განვითარების ტენდენციებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, გასულ წელს, ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტორიზებული პირების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 1,469 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით, 200 მილიონი ლარით მეტია.

ტენდენციების განხილვისას, თავმჯდომარემ მობილური აბონენტების რაოდენობასა და შემოსავლებზეც გაამახვილა ყურადღება.

“2022 წელს, მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 5.84 მილიონი შეადგინა, საიდანაც იურიდიული პირი აბონენტი - 1.38 მილიონი, ხოლო ფიზიკური პირი აბონენტი - 4.46 მილიონი იყო” - განაცხადა მან და დაამატა, რომ საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაცია მაღალია და 170%-ს შეადგენს.

კახა ბექაურის თქმით, 2022 წელს, აბონენტების რაოდენობის მიხედვით, საბაზრო წილის 42% - მაგთიკომს, 33% - სილქნეტს, 25% კი, ბილაინს ეკუთვნოდა, ხოლო საშუალოდ ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი (ARPU) 11.8 ლარს შეადგენდა. კერძოდ კი, ARPU-ს მაჩვენებელი მაგთიკომისთვის 14.1 ლარი, სილქნეტისთვის - 12.1 ლარი და ბილაინისთვის - 7.7 ლარი იყო.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023