ბიზნესი
16/12/2020

2021 წლიდან GOGC-ი სავარაუდოდ, დივიდენდებს არ გადაიხდის

2021 წლიდან  „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ (GOGC)  სავარაუდოდ, დივიდენდებს აღარ გადაიხდის, - ამის შესახებ ვარაუდს Standard & Poor's (S&P) გამოთქვამს.

სააგენტო კორპორაციასთან დაკავშირებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ თუ კორპორაცია დაიწყებს მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტს, რაც სავარაუდოდ 250-280 მლნ დოლარი დაჯდება, GOGC- ს  2021-23 წლებში ექნება მკაცრად უარყოფითი ოპერაციული ფულადი სახსრები, დაახლოებით, 100 -150 მილიონი ლარის დიაპაზონში. ამ წნეხის  შერბილების მიზნით, GOGC  აპირებს არ გადაიხადოს დივიდენდები 2021 წლიდან (48 მილიონი ლარის გადახდა მოხდება 2020 წელს).

Standard & Poor's-ი აღნიშნავს, რომ კორპორაციას  ელექტროენერგიის სეგმენტიდან მიღებული შედარებით სტაბილური შემოსავალი,2020-2021 წლებში,კორონავირუსის პანდემიის გამოწვეულ ნეგატიურ გავლენას შეუმსუბუქებს.

ამასთან, აღნიშნულია, რომ „ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ აღადგინა თავისი ლიკვიდურობა ადეკვატურ პოზიციამდე. მან ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისგან აიღო €217 მილიონის მოცულობის სესხი $250 მლიონის ღირებულების ევრობონდების რეფინანსირებისთვის. EBRD-ის ახალმა სესხმა GOGC-სთვის რეფინანსირების რისკი მოხსნა.

Standard & Poor's -მა „ნავთობისა და გაზის კორპორაციას“  რეიტინგი „BB-„ დონეზე დაუდასტურა, პროგნოზით „სტაბილური“.

„ვფიქრობთ, რომ კოვიდ-19-ის გავლენა GOGC-ზე იქნება მართვადი ელექტროენერგიის წარმოების ბიზნესის წყალობით. ჩვენი ბაზის შემთხვევაში, გარდაბანი -1 თბოელექტროსადგური დაამატებს დაახლოებით 100 მილიონ ლარს EBITDA- ს 2020 და 2021 წლებში, ხოლო გარდაბანი -2 თითოეულ წელს 50 მილიონს ლარს შეიტანს, 2022 წელს კი, ეს მაჩვენებელი 80 მილიონ ლარს მიაღწევს.