ბიზნესი
21/07/2022

2021 წელს თანამედროვე ბიზნეს ცენტრების დატვირთულობა უპრეცედენტოდ გაიზარდა

Colliers Georgia-ს ექსპერტების მიერ მომზადებულოი რეპორტის მიხედვით, 2021 წელს თბილისის თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში საშუალო შეწონილმა იჯარამ კვ.მ-ზე $14.8 შეადგინა და 2019 წელთან შედარებით სტაბილურობა შეინარჩუნა.

ჰიბრიდული სამუშაო პროცესის პრაქტიკის დანერგვის პარალელურად, 2021 წელს თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში უპრეცენდენტო ათვისების მაჩვენებელი დაფიქსირდა (2018 წლის მაქსიმალურ ნიშნულს გადააჭარბა)

პანდემიის პირობებში თბილისში საერთო სამუშაო სივრცეების დატვირთულობა 61%-ს შეადგენდა.

ახალი სივრცეების გასხსნის შედეგად გაზრდილი ტევადობის პარალელურად, 2021 წელს დატვირთულობის იგივე მაჩვენებელი შენარჩუნდა.

ვაკანტურობის კოეფიციენტმა 21% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით.– ნათქვამია კვლევაში.