ბიზნესი
30/05/2023

₾150 000-იანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

ბათუმის ტექნოპარკში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ. გაიცანით კომპეტენტური ჟიური, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული:

  • Martin Ringlein- ინვესტორი, ანტერპრენერი და Adventure Fund-ის მმართველი პარტნიორი, რომელსაც ინვესტიციები განხორციელებული აქვს ისეთ ცნობილ კომპანიებში, როგორებიცაა: SpaceX, Uber, Coinbase და სხვა.
  • Luke Kowalski- Oracle-ის ვიცე პრეზიდენტი, რომელსაც მრავალმხრივი გამოცდილება აქვს სტარტაპებთან ბიზნესის მოდელირებისა და ტექნიკური დიზაინის მიმართულებით, მათ შორის - Netscape's Server-თან ელექტრონული კომერციის დარგშიც. 
  • Tim Wagner- ინვესტორი მრავალწლიანი გამოცდილებით, როგორც მარკეტინგის, ასევე პროდუქტების განვითარებისა და ბიზნეს გუნდების მართვის მიმართულებით.
  • Bill Reichert- 20 წელზე მეტი გამოცდილების ინვესტორი, მეწარმე, ვენჩურული კაპიტალისტი, მენტორი, სპიკერი, მრჩეველი და ლექტორი.
  • Sacha Michaud- გლოვოს თანადამფუძნებელი, ანტერპრენერი, ინვესტორი და მრჩეველი.

გამარჯვებულები 2023 წლის 1 ივნისს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2023 წლის 8 თებერვალს მეათედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ცხრა რაუნდის ფარგლებში ჯამურად 175 სტარტაპი დაფინანსდა.

პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების  შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023