ბიზნესი
14/05/2021

₾1,4 მლნ-ით დაფინანსებული ვაკიჯვრის საკალმახე ბაზრის მსხვილი მიმწოდებელია

ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობა, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს, ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკალმახე მეურნეობა შეღავათიანი პროგრამის ფარგლებში 1 400 000 ლარით დაფინანსდა, მას ბაზრის 10% უკავია. მეურნეობაში 50 ადამიანია დასაქმებული.

საკალმახე მეურნეობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.

მისი განცხადებით, ბოლო წლებში შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამამ ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობას, ისევე როგორც სხვა მრავალ წარმოებას, ზრდისა და განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა მისცა.