
1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი - "თელიანი ველის" დიდი წარმატება IWSC2021-ზე
საერთაშორისო კონკურსზე The International Wine & Spirit Competition 2021 წარდგენილმა „თელიანი ველისა” ღვინოებმა 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
კომპანიის ღვინო “გლეხური რქაწითელი ქვევრი 2019” კონკურსის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელია, უმაღლესი შეფასებითა და 96 ქულით.
IWSC2021-ზე მსოფლიოს 39 ქვეყნის 4000-ზე მეტი ღვინო იყო წარდგენილი, რომლებსაც 60 ღვინის ექსპერტი აფასებდა.
კონკურსზე 3400 გამარჯვებული ღვინო გამოვლინდა და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი გადაეცათ. უმაღლესი შეფასებით და ოქროს მედლით მხოლოდ 19 ქვეყნის 148 ღვინო დაჯილდოვდა.
მედალოსანი ღვინოები:
ვერცხლის მედალი:
გლეხური კისისხევი საფერავი ქვევრი 2019
გლეხური ქისი ქვევრი 2020
თელიანი ველი Winery 97 გაუფილტრავი საფერავი 2020
თელიანი ველი Winery 97 კახური N8 2019
ბრინჯაოს მედალი:
გლეხური ხიხვი ქვევრი 2019
თელიანი ველი წინანდალი 2019
თელიანი ველი Winery 97 საფერავი 2020
გლეხური საფერავი ქვევრი 2019
თელიანი ველი მუკუზანი 2019
გლეხური მწვანე ქვევრი 2019
გლეხური კისისხევი საფერავი ქვევრი 2020
კონკურსი IWSC 1969 წელს დაარსდა. ექსპერტები მთელი მსოფლიოდან წარმოდგენილ ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებს აფასებენ და აჯილდოვებენ.კონკურსის მთავარი მიზანია საერთაშორისო ხარისხის სტანდარტის დაწესება და მსოფლიოს საუკეთესო ღვინის აღმოჩენა.
IWSC 2021- ის შედეგები სრულად