ბიზნესი
07/06/2023

1 ბარელი ნავთობის ღირებულება, შესაძლოა, $100 გახდეს - რამდენით გაძვირდება ბენზინი საქართველოში

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟებზე, ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. ბოლო დღეებია, საწვავი  ძვირდება საქართველოშიც. კერძოდ, ორკვირიან მონაკვეთში, სხვადასხვა ქსელში, ბენზინის სხვადასხვა ტიპის მიხედვით, ფასები საშუალოდ 10-დან 20 თეთრამდეა დაკორექტირებული.

ნავთობინდუსტრიის წარმომადგენლები მოლოდინებზეც საუბრობენ და პროგნოზირებენ, რომ მომდევნო 1 წლის განმავლობაში, ენერგორესურსების ფასები მზარდი იქნება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  „გალთ ენდ თაგარტის“  უფროსმა ანალიტიკოსმა  გიორგი ბერბერაშვილმა განუცხადა, დარგის ექსპერტები ნავთობპროდუქტების სავარაუდო გაძვირების მიზეზად OPEC-ის  დე-ფაქტო ლიდერის, საუდის არაბეთის გადაწყვეტილებას ასახელებენ, რომელმაც ნავთობის მიწოდების მკვეთრად შემცირება დაანონსა. კერძოდ, ივლისიდან ნედლი ნავთობის მიწოდება დღიურად 1 მილიონი ბარელით დაეცემა, რაც საუდის არაბეთის საერთო დღიურ წარმოებას 9 მილიონ ბარელამდე შეამცირებს.

„ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მომდევნო 12 თვის მანძილზე, ნავთობპროდუქტები 25-დან 28%-ამდე გაძვირდება და შესაძლოა, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 100 დოლარიც გახდეს. ამ ყველაფრის ფონზე, ცხადია, საწვავის კიდევ უფრო გაძვირებაა ნავარაუდევი საქართველოშიც. სავარაუდოდ, ზაფხულის მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში ფასები, ეტაპობრივად, 10-15 ან 25 თეთრით გაიზრდება“, - აღნიშნა გიორგი ბერბერაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თუ ანალიტიკოსების პროგნოზი გამართლდა და 1 ბარელი ნავთობის ღირებულებამ 100 დოლარს მიაღწია, მაშინ საქართველოში საწვავი კიდევ უფრო მეტადაც გაძვირდება.

ცნობისთვის, საერთაშორისო ბაზრებზე, ნავთობის ფასი, ბოლო 2 დღეში, საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ბარელი Brent-ის  ღირებულება, ამჟამად, 77 დოლარამდეა. გაზრდილია რუსული ნავთობის ფასიც. გლობალურ ბაზარზე ნავთობის გაძვირების ფონზე კი, საწვავის ფასები მზარდია საქართველოშიც. თითქმის ყველა ტიპის ბენზინზე, მათ შორის რეგულარზე, რომელსაც ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით მოიხმარენ, 2 კვირიან ჭრილში, ფასები საშუალოდ 10- 20 თეთრამდეა დაკორექტირებული. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022